| |
|
|
|
|
|
|
 | |
|  |
“კონტინენტალ ექსპრესი” ერთ - ერთი საუკეთესო ოპერატორი გახლავთ საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვაში. ფოთის/ბათუმის პორტის და გამოცდილი პარტნიორების მეშვეობით “Continental Express” თავის კლიენტებს სრულ საკონტეინერო მომსახურებას უწევს. ეს მომსახურება მოიცავს: კონტეინერების მიტანას პორტიდან ამიერკავკასიის და შუა აზიის სხვადასხვა პუნქტებში და კლიენტის მიერ დასახელებულ მისამართზე რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით, ისევე როგორც სრულად დატვირთული კონტეინერებისა და ნაკრები საკონტეინერო ტვირთების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონტინენტალ ექსპრესი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ ყველა საგზაო ხაზთან, მათგან მიღებული ტარიფები მუშავდება კომპანიის მენეჯმენტის მიერ და მათ შორის საუკეთესოს სთავაზობს კლიენტს. სრულ პასუხის მგებლობას ვაცხადებთ რომ ჩვენი ყველა კონტეინერი არის დაზღვეული.
|
 | |
|  |
ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან ან ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასაზიდი ტვირთების კონსოლიდაცია და ტრანსპორტირება ერთერთი იმ სპეციფიკური მომსახურებათაგანია, რომლსაც “კონტინენტალ ექსპრესი” საზღვაო, სახმელეთო ან საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით გაგიწევთ.
2008 წლიდან “კონტინენტალ ექსპრესი” გახდა ცნობილი კომპანიის “DHL”- ის პარტნიორ საქართველოში, ასევე ყავს პარტნიორები მთელი მსპფლიოს მაშტაბით, რომელთა დახმარებით წარმატებით ახორციელებs ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან, ასევე კავკასიის რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასაზიდი ტვირთების კონსოლიდირებასა და ტრანსპორტირებას საზღვაო, სახმელეთო და/ან საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით.
|
 | |
|  |
“კონტინენტალ ექსპრესი” სთავაზობს თავის კლიენტებს კონსოლიდირებულ და ჩარტერულ საჰაერო გადაზიდვებს (როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს) თბილისის აეროპორტის გავლით.
თბილისის აეროპორტში რეგულარული რეისების განმახორციელებელი ავიაკომპანიების უმეტესობასთან მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულებები საშუალებას აძლევს “კონტინენტალ ექსპრესს” დაზოგოს თავისი კლიენტების დრო და სახსრები.
|
 | |
|  |
“Continental Express” მა ფოთის და ბათუმის პორტებიდან სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში სარკინიგზო გადაზიდვების სრული უფლება და შესაძლებლობა მოიპოვა. რკინიგზის ადმინისტრაციასთან დადებული ხელშეკრულებები საშუალებას აძლევს “კონტინენტალ ექსპრესმა” შემოგთავაზოთ ტვირთების ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებული, შეღავათიანი, სარკინიგზო საექსპედიტორო და სატრანსპორტო მომსახურება ევროპის, შუა აზიის და ჩინეთის ნებისმიერ წერტილში.
|
 | |
|  |
ჩვენ კომპანიას გააჩნია საკუთარი მანქანების ფართო არჩევანი დაწყებული სტანდარტული ფურებით და დამთავრებული ტრაილერებით, რაც საშუალებას აძლევს “კონტინენტალ ექსპრესს” საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით შესთავაზო თავის კლიენტებს ტვირთის ტრანსპორტრირება როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპის ძირითად პუნქტებიდან და პირიქით. ეხება ეს მცირე მოცულობის ნაკრებ ტვირთებს, თუ ტრაილერის სრულ დატვირთვას, მომსახურება ხორციელდება მაქსიმალური შესაძლებელი სიხშირით, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ჩვენი ყველა კლიენტის მოთხოვნა.
ასევე აღსანიშნავია რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს ფოტი / ბათუმი თბილისი / სომხეთი / აზერბაიჯანი მიმართულებით რაშიც რაშიც თავადვე დარწმუნდებით
|
 | |
|  |
“Continental express” შესწევს უნარი დაასაწყობოს ტვირთი როგორც,ფოთი / ბათუმის პორტში ასევე თბილისში. შემოგთავაზოთ ტვირთების დასაწყობებასთან, გადამუშავებასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება. ჩვენი საბაჟო კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენს ყველა შეკითხვაზე კომპეტენტური პასუხის მიღებაში.
|
 | |
|  |
“Continental Express” შეუძლია საბაჟო საბროკერო საქმიანობა შესთავაზოს თავის კლიენტს. აგრეთვე იგითავისი კლიენტების სახელით საექსპორტო საბაჟო დეკლარაციების გაფორმებას და საიმპორტო ტვირთების განბაჟებას ახორციელებს.
კომპანიაs საუკეთესო ურთიერთობები გააჩნია ადგილობრივ საბაჟო სამსახურებთან.
|
|
|