ჩვენს შესახებ სერვისები საბუთები კონტაქტი   ქართული / English  
 
 
   

















    
 
შ.პ.ს. “კონტინენტალ ექსპრესი” არის კომპანია, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ლოჯისტიკურ მომსახურებას. იგი თავის კლიენტებსა და აგენტებს სთავაზობს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია დაარსებულია 2007 წელს.

ჩვენს კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს მსოფლიოს ნებისმიერი პუნქტიდან ან მსოფლიოს ნებისმიერ პუნქტში ტრანსპორტირებას და აწარმოოს ამასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური მომსახურება.

“კონტინენტალ ექსპრესს” გააჩნია შიდა საინფორმაციო სამსახური და დოკუმენტაციისა და ტვირთის ინფორმაციული თანხვლების სისტემა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კავშირების დამყარებას. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით “კონტინენტალ ექსპრესს” შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კონკრეტულ კლიენტს და შესაბამისად, გადაზიდვის საუკეთესო ვარიანტები და მომსახურება შესთავაზოს მათ.

მიუხედავად იმისა, ეხება საქმე საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთებს, საჰაერო თუ კონსოლიდირებულ (ნაკრებ) გადაზიდვებს, იმპორტს თუ ექსპორტს, ტვირთების დასაწყობებას თუ დისტრიბუციას, კლიენტის კარამდე მიტანას თუ გემებისა და თვითმფრინავების მთლიანად დაფრახტვას.

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი ინოვაციური ლოჯისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ სწრაფად და ხარისხიანად მოახდინოთ ტვირთების გადაზიდვა.
ჩვენ თქვენი გლობალური ლოჯისტიკური პარტნიორები ვართ და ყველა შესაძლო დახმარებას გაგიწევთ, რათა დღევანდელ დინამიკურად მზარდ ბაზარზე შეძლოთ თქვენი მიზნების განხორციელება.

ნებისმიერი გადაზიდვა მაქსიმალური ყურადღების ქვეშ ხორციელდება რადგან თქვენი ტვირთის გადასაზიდად ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო აღიარების მქონე IATA-ს გადამზიდავებს და საზღვაო ხაზებს ვიყენებთ.

   


Designed By Ak Style Croup
ჰოსტერი uCoz